საზოგადოება
მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, გურჯაანში შეხვედრა გაიმართა
12 მარტს, ქალაქ გურჯაანში, მომხმარებლის უფლებების დაცვის რიგით მეორე საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, კომუნიკაციების კომისიისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მომხმარებლების უფლებებზე ისაუბრეს და მომხმარებელთა შეკითხვებს უპასუხეს. 



საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ სიტყვით გამოსვლისას, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით განხორციელებულ რეფორმებზე, შედეგებსა და სააგენტოს მიერ დადგენილ სტანდარტებზე ისაუბრა: 

„მომხმარებელთან რეგიონებში შეხვედრები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა აქტიური დიალოგის რეჟიმში, სექტორულად, გაფართოებულ ფორმატში ვისაუბროთ იმ საკითხებზე, გადაწყვეტილებებზე, რომელიც მომხმარებელს ინფორმირებული არჩევანისა და საკუთარი უფლებების დაცვის შესახებ მეტ შესაძლებლობებს მისცემს.

ჩვენი მიზანია მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების გაძლიერება, ხელშეწყობა და დაცვა“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. 



ღონისძიება გახსნეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა; კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ; სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა





ასევე, სიტყვით გამოვიდნენ - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი მაჭავარიანი და სახელმწიფო რწმუნებული კახეთის რეგიონში, გიორგი ალადაშვილი.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ექვსი მარეგულირებელი უწყების წარმომადგენელმა მონაწილეებთან ერთად დეტალურად მიმოიხილა - თუ როგორ უნდა დაიცვას მომხმარებელმა საკუთარი უფლებები, დარღვევის შემთხვევაში ვის მიმართოს და -რა ფორმით.

ცნობისთვის, კვირეულის ფარგლებში, გრძელდება დაგეგმილი შეხვედრები, რომელიც 14 მარტს ქუთაისში, ხოლო 15 მარტს - მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღეს - ბათუმში გაიმართება.

| Print |
FaceBook Twitter Google