საზოგადოება
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა მოუწოდებს მმართველ გუნდს უკან გაიწვიოს კანონპროექტი
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.

მათივე განცხადებით, კანონპროექტის ინიცირება გვიჭრის გზას ევროინტეგრაციისკენ და პლატფორმა აჩერებს პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს.


აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს - შალვა პაპუაშვილს, საქართველოს პრემიერ მინისტრს - ირაკლი კობახიძეს, „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს - ბიძინა ივანიშვილს და მმართველ გუნდს მოუწოდებს, უკან გაიწვიოს კანონპროექტი.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილნი ვართ მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.

მმართველი გუნდის მიერ კანონპროექტის ხელახალი ინიცირება სახელმწიფო ინტერესებთან, კულტურასთან და ქართულ ტრადიციებთან შეუთავსებელია. პირობის გატეხვა, სიტყვის უკან წაღება არის რუსეთის პოლიტიკის მახასიათებელი, რომელსაც რუსეთი, ცივილიზებული მსფოლიოს, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ არაერთგზის იყენებდა. ამით საქართველოს და მის თითოეულ მოქლაქეს ადგება რეპუტაციული ზიანი.

კანონპროექტის ხელახალი ინიცირება ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას და მისი მიღება საბოლოოდ დაასამარებს საქართველოს მოსახლეობის ისტორიულ მიზანს - გახდეს ევროკავშირის წევრი.

ევროპისკენ მიმავალ გზაზე სვლას ჩვენ, როგორც ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები დღემდე საქართველოს პარლამენტთან დიალოგითაც ვცდილობდით.

სწორედ ამ მიზნით გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი , რომელიც ევროკავშირის მხრიდან დადებითად შეფასდა, როგორც სამოქალქო სექტორისა და საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლობის მაგალითი.

მაგრამ დღეს ,,ქართული ოცნების” მიერ ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების წიანააღმდეგ მიმართული კანონპროექტის ინიცირება გვიჭრის გზას, როგორც თანამშრომლობისკენ, ისე ევროინტეგრაციისკენ.
საქართველოს ეროვნული პლატფორმა აჩერებს მემორანდურმის მოქმედებას. მოვითხოვთ , შეწყდეს საქართველოს დასავლური სვლის საბოტაჟი. მმართველმა გუნდმა კვლავ გაიწვიოს
ინიცირებული კანონპროექტი.

საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანზიაციები მტკიცედ ვდგავართ ევროინტეგრაციის სადარაჯოზე. ჩვენ ურყევად დავიცავთ დემოკრატიას, თავისუფლებას, სამართლიანობას, თანასწორობას, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და არავის მივცემთ უფლებას დაგვაკარგინოს არაერთი თაობის ბრძოლით მონაპოვარი ევროპული მომავალი,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
| Print |
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.