საზოგადოება
დავა "გლეხური ბაზრის" მოვაჭრეებსა და მეპატრონეებს შორის [ვიდეო]
რამდენიმე წუთის წინ ხმაური იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. ბაზრის მოვაჭრეები გამგებელს სთხოვდნენ, რომ შპს "გლეხური ბაზრის" დემონტაჟის გადაწყვეტილება არ მიიღოს, სანამ აღნიშნულ საკითხზე გამოძიება არ დასრულდება. dava bazris irgvliv ინდ. მეწარმეების განცხადებით, კერძო საკუთრებაზე დავა წლებია მიმდინარეობს. მათი თქმით, ქონება ყოფილი გუბერნატორის ბიძინა სონღულაშვილის ოჯახმა უკანონოდ ჩამოართვათ. თავის მხრივ, სონღულაშვილის ოჯახის ინტერესებს დავით ლიპარტაშვილი იცავდა, რომელიც აცხადებდა, რომ შპს "გლეზური ბაზარი" მისმა ოჯახმა მესამე პირისგან შეიძინა და მათ დანაშაული არ მიუძღვით. მისივე თქმით, ბაზარში შექმნილი ანტისანიტარიიდან გამომდინარე დემონტაჟი აუცილებელია, თუმცა ეს პროცესი შენობებს არ შეეხება და მხოლოდ დახლების განახლება იგეგმება. ინდ. მეწარმეების მოთხოვნაზე _ გამოძიების დასრულებამდე გამგეობამ ბაზრის დემონტაჟი არ მოახდინოს, ჯონი ოსიაშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე სიტუაციას სწავლობს და არ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ლანა გულოშვილი
| Print |
FaceBook Twitter Google