ბლოგი
წინასაარჩევნო პიარით გაქელილი ქართული დროშა
ძალიან ბევრისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კიდევ ერთი დიდი იმედგაცრუების მიზეზი აღმოჩნდა. განსაკუთრებული შთაბეჭდილება `ნაციონალური პარტიის~ არადამაჯერებელმა მაღალმა პროცენტმა მოახდინა. კახეთის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში იყო შემთხვევებიც, როცა საარჩევნო შტაბში პროცენტის დაწევაზე დაიწყეს მუშაობა. მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ `არჩევნებზე საკუთარი ხმის დაფიქსირებას აზრი, არ აქვს~ და პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართეს.
ძალიან ბევრისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კიდევ ერთი დიდი იმედგაცრუების მიზეზი აღმოჩნდა. განსაკუთრებული შთაბეჭდილება ``ნაციონალური პარტიის`` არადამაჯერებელმა მაღალმა პროცენტმა მოახდინა. კახეთის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში იყო შემთხვევებიც, როცა საარჩევნო შტაბში პროცენტის დაწევაზე დაიწყეს მუშაობა. მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ``არჩევნებზე საკუთარი ხმის დაფიქსირებას აზრი, არ აქვს`` და პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართეს.31 მაისის დილა საეჭვო სიმშვიდით გათენდა, აღარც საქმიანი ფუსფუსი შეიმჩნეოდა, აღარც მანქანების სიმრავლე. ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე კედლიდან ჩამოგლეჯილი პლაკატები ეყარა, აქა_იქ წინასაარჩევნო სარეკლამო გაზეთების დახეული ფურცლები და სიგარეტის ნამწვავი მრავლად დაეგროვებინათ. მოკლედ, აშკარად იგრძნობოდა, რომ ქალაქმა დაძაბული დღეები უკან მოიტოვა და ახალი დასაწყისის წინ ტაიმ-აუტიც აიღო. ყოფილი საბჭოს შენობის კიბეებს მივუახლოვდი და გაოცებისგან ფეხი ვეღარ გადავდგი, ნაგვის ურნაში ჩვენი ნაციონალური დროშა შევნიშნე... ნანახმა სულით_ხორცამდე ისე შემძრა, რომ რამდენიმე დღეა ვებრძვი ჩემს გრძნობებს და სათქმელს თავი ვერ მოვუყარე. როგორც დიდი ემოციის დროს ხდება ხოლმე, შესაფერისი სიტყვების შერჩევა ძალიან გამიჭირდა. შემდეგ მიზეზების ძებნა დავიწყე, ფიქრიც ხანგრძლივად ამეკვიატა, მშვიდად დაძინების საშუალება აღარ მომცა, ამ საქციელს კი ახსნა მაინც ვერ მოვუძებნე. მოგვიანებით გამახსენდა, რომ ხუთი-ექვსი წლის წინ გაოცებულმა ჩემმა შვილმა ასეთი შეკითხვა დამისვა: ``დედა ორი დროშა და ჰიმნი რატომ გვაქვს, ბაღში სხვა ვისწავლეთ_I კლასში სხვა, ეს პრეზიდენტის დროშააო?!`` თითქოს გამოსავალი ვიპოვე, მივხვდი ზოგიერთი ამომრჩეველიც ჩემი შვილივით ფიქრობდა: "ის (სამფეროვანი) საქართველოს დროშა იყო, ხუთჯვრიანი კი მიშა სააკაშვილისა". რა თქმა უნდა, ღერბის, დროშისა და ჰიმნის პატივისცემა სამშობლოს სიყვარულიდან იწყება, მაგრამ თუკი მმართველი პარტია ამ სიმბოლოებს პიარისთვის იყენებს, საკუთრებად წარმოაჩენს და ეს ყველა ბანერზე, ბუკლეტზე და სატელევიზიო რეკლამაზე ნათლად ჩანს, აღარაა გასაკვირი, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ქართული დროშა ``ნაციონალური პარტიის`` სიმბოლოდ მიაჩნდეს, ჰიმნი და ღერბი კი ამბიციის გამოხატულებად. ყველა ღონისძიება, რომელიც წინასაარჩევნოდ ``ნაციონალების`` ეგიდით ჩატარდა, პერიფერიებში და დედაქალაქშიც საქართველოს დროშის ფონზე მიმდინარეობდა. ცნობილი მომღერლების კონცერტებზე(რომლებიც მრავლად მოაწყო მმართველმა პარტიამ) მისული მოქალაქეები ენერგიულად აფრიალებდნენ ხუთჯვრიან დროშებს. კონცერტის დასრულების შემდეგ კი, სახელდახელოდ დამონტაჟებული სცენის გარშემო მრავლად ეყარა პლაკატები ხუთიანით და ქართული დროშები. აღარავის ახსოვდა, რამდენიმე წუთის წინ პატრიოტულ თემაზე შესრულებული სიმღერები და დიჯეის მოწოდებაზე ერთობლივი შეძახილი: ``გაუმარჯოს საქართველოს``, ``ჩვენ გავიმარჯვებთ``. ზოგს სახლში მიეჩქარებოდა, ზოგიც გართობის შემდეგ რაუნდს თანატოლებთან გეგმავდა და სულაც არ ანაღვლებდა თუ ნაციონალების პლაკატებთან ერთად ქართულ დროშასაც ფეხს აბიჯებდა. არასწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია, რომ ჩვენი წინაპრების სისხლით შეღებილი, ცხრამარჯვენა გამოვლილი, ამაყად აღმართული ეროვნული დროშა, რომელიც ქართველებისთვის ოდითგანვე სიწმინდეს წარმოადგენდა, დღეს წინასაარჩევნო პიარით ფეხქვეშგაქელილი და შეურაცხყოფილი ნაგვის ურნაში გდია. მაია ყალაბეგაშვილი
| Print |
FaceBook Twitter Google