ბლოგი
ახალი ფორმატი უცვლელი პრინციპებით [Video]
მაია ყალაბეგაშვილი გაზეთ "სპექტრის" სარედაქციო ჯგუფის სახელით, კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ შობა-ახალი წელი, მშვიდობა, ჯანი, ულევი სიხარული, სიყვარული და ბარაქა გისურვოთ. აღმოსავლური ჰოროსკოპით, დადგა მსოფლიოში ულამაზესი ცხოველის-ლურჯა ცხენის წელიწადი, რომელიც მნიშვნელოვან და პოზიტიურ სიახლეებს გვპირდება. ჩვენი გაზეთისთვის ეს სიახლეები პირველი ნომრიდანვე შესამჩნევი გახდა და სწორედ ამ ფაქტორმა გადამაწყვეტინა მკითხველის ყურადღება მიმეპყრო. გასულ წელს IREX G-MEDIA პროგრამის ფარგლებში "პექტრის" ბაზაზე მუშაობა დაიწყო კახეთის პოლიგრაფიულმა სახლმა. გვქონდა პირველი გამოფენა თბილისში, "ექსპო ჯორჯიას" საგამოფენო დარბაზში. ბევრი თქვენთაგანი უკვე არის ჩვენი პროდუქტის მომხმარებელი, წინასაახალწლოდ კი, ჩვენს მიერ დაბეჭდილი კალენდრებიც შემოგთავაზეთ. შესაძლებლობა მოგვეცა გაზეთი მაღალპოლიგრაფიული სტანდარტების შესაბამისად დავაკაბადონოთ და ჩვენვე გამოვცეთ. გვჯერა, რომ ამ სიახლეს, თქვენც დადებითად შეაფასებთ. ჩვენ მუდმივად გვახსოვს და გვიყვარს გაზეთის ერთგული მკითხველი და გპირდებით, რომ მთელი წლის განმავლობაში არ მოგაკლებთ ყურადღებას, დღესასწაულების მიხედვით შემოგთავაზებთ საჩუქრებს და ვიზრუნებთ, რომ თქვენი პრობლემები იმ ადამიანებამდე მივიტანოთ, ვისაც მათი მოგვარება ევალება და ხელეწიფება. "სპექტრი" მეთერთმეტე წელია, რაც მედიაბაზარზეა და მიუხედავად პოლიტიკური ამინდისა, 2014 წელსაც ახალი ფორმატით, მაგრამ უცვლელი პრინციპებით თქვენს სამსახურში დარჩება. http://www.youtube.com/watch?v=iNo4-pZsqK0&feature=youtu.be
| Print |
FaceBook Twitter Google