განათლება
დაიხურება თუ არა სკოლები ვირუსის გამო
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა გურჯაანში პედაგოგებთან გამართულ შეხვედრაზე კომენტარი H1N1 ვირუსთან დაკავშირებითაც გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, გაცდენების რაოდენობა 16%-ს არ აღემატება. შესაბამისად სკოლების დახურვის პროცესი დღის წესრიგში არ დგას.
"ჩვენი სამინისტრო ყოველდღიურად იღებს ინფორმაციას სკოლებში დასწრებასთან დაკავშირებით. ამ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრს ვაწვდით. იმ შემთხვევაში, თუ გაცდენების რაოდენობა 20% პროცენტს გადააჭარბებს, მაშინ ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოგვცემს რეკომენდაციებს მომავალ აქტივობებთან დაკავშირებით. ამჟამად არ არის პანიკის საფუძველი, თუმცა განათლების სამინისტრომ გაავრცელა რეკომენდაციები ჰიგიენის წესებთან დაკავშირებით."-აღნიშნა ლია გიგაურმა.

მისივე თქმით, მომავალში თუ გაცდენების მაჩვენებლი გაიზრდება, გადაწყვეტილებას ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მიიღებენ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სკოლები / ვირუსი /