განათლება
თესაუში სოფლის მეურნეობის ლაბორატორია გაიხსნება
დღეს, 14:00 საათზე იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოფლის მეურნეობის ლაბორატორიას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი გახსნის. სოფლის მეურნეობის ლაბორატორიისთვის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან  35.000 ლარი გამოიყო.

ლაბორატორია თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისა და სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირებისათვის ნიადაგის ქიმიურ კვლევებს ათი თვის განმავლობაში ჩაატარებს.

პროექტის ფარგლებში ნიადაგის ქიმიური კვლევა თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისა და დაინტერესებული პირებისათვის უფასო იქნება.

დღესვე გიორგი აბაშიშვილი რეგიონულ მედიასაც შეხვდება.

| Print |
FaceBook Twitter Google