განათლება
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის
2016 წელს  ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია სამ ეტაპად მიმდინარეობს. რეგისტრაციის ძირითად ეტაპზე, რომელიც 9 თებერვალს დაიწყო და 15 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება, აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქის არჩევა და ჩასაბარებელი საგნების მითითება შეეძლებათ.

შემდგომ ეტაპზე აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 1 ივნისამდე შეეძლება მითითებული არჩევითი საგნის შეცვლა, დამატება ან წაშლა, კონკურსის ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა. ამ ხნის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ენის შეცვლაც (მაგ.: ზოგადი უნარები ქართულ ენაზე შეიძლება ჩანაცვლდეს ზოგადი უნარების გამოცდით აზერბაიჯანულ, სომხურ და ა. შ. ენებზე).

იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი გადაწყვეტს საგნის დამატებას, მან შესაბამისი თანხა უნდა გადაიხადოს (ერთი საგნის გამოცდის საფასურია 10 ლარი). თანხის გადახდის შესაძლებლობა აბიტურიენტს 1 ივნისის 18:00 საათამდე აქვს, თუმცა საკუთარ განაცხადში ცვლილებების განხორცილების ვადა 19:00 საათზე ეწურება.

საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლებლების არჩევა ან შეცვლა აბიტურიენტებს შეეძლებათ სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე.


| Print |
FaceBook Twitter Google