განათლება
სოფელ იორმუღანლოში ახალი სკოლა გაიხსნა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებლობა დასრულდა.
სკოლის შენობა დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ მოინახულა.

ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ სოფელ იორმუღანლოს სკოლაში 1200-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს და მათი დიდი ნაწილი წლების განმავლობაში ოჯახებში მოწყობილ არასტანდარტულ, სასწავლო პროცესისათვის შეუფერებელ საკლასო ოთახებში სწავლობდა.

ახალი სკოლის შენობა კი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია, სადაც გათვალისწინებულია ყველა დეტალი, ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, აღჭურვილია ახალი ინვენტარით, აქვს თანამედროვე გათბობის სისტემა, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლას-კაბინეტი. მოსწავლეებმა მინისტრისაგან დაპირებაც მიიღეს, რომ ახალი სასწავლო წლისთვის სკოლას თანამედროვე სტანდარტების ღია სპორტული მოედანი შეემატება.

სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლაში ორი სექტორი ფუნქციონირებს - ქართული და აზერბაიჯანული.
| Print |
FaceBook Twitter Google