განათლება
საჩუქარი საბავშვო ბაღებს
დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია   „World Vision“-მა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის საბავშვო ბაღს საჭირო ნივთები გადასცა.
კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამა ორგანიზაციის მიერ შერჩეული პრიორიტეტების მიხედვით ვაჩნაძიანის, კალაურის პირველი და მეორე, შაშიანის და ვაზისუბანის საბავშვო ბაგა-ბაღში 2010 წლიდან სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. დღეს მათ ლოგინის 120 კომპლექტი ამ ბაღებში, ბავშვთა რაოდენობის მიხედვით გადაანაწილეს.

"წლების განმავლობაში მათ ბევრი კარგი საქმე გააკეთეს, როგორც ინვენტარის, ასევე ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით. დღევანდელი საჩუქარი დროული იყო, რადგან წლების განმავლობაში ბაღებში არც ინვენტარი და არც ლოგინი არ განახლებულა. დიდი მადლობა ორგანიზაციის წარმომადგენლებს,"-აღნიშნა ჩვენთან საუბარში სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელმა ლელა თევდორაშვილმა.

საჩუქრები საბავშვო ბაღებს ორგანიზაციის თანამშრომლებმა ადგილობივი თვითმმართველობის და ბაღების გაერთიანების წარმომადგენლებთან ერთად გადასცეს.



| Print |
FaceBook Twitter Google