განათლება
რატომ ჩაერიცხათ თელავის უნივერსიტეტის თანამშრომლებს ხელფასის ნახევარი
თელავის უნივერსიტეტში დასაქმებულებს მარტის თვის ხეფასის მხოლოდ ნახევარი ჩაერიცხათ. აღნიშნულ ინფორმაციას პროფესორი ქეთევან გიგაშვილი ავრცელებს.

"90-იანი წლების, ანუ გაყინული ხელფასების ეპოქის შემდეგ, უნივერსიტეტს არ ახსოვს ფინანსური კრიზისი და ხელფასების გაუცემლობა. მარტში უნივერსიტეტმა თანამშრომლებს მხოლოდ ნახევარი თვის ხელფასები ჩაურიცხა. როდის ჩაირიცხება მეორე ნახევარი, არავინ იცის. არ დამიწყოთ ეხლა, სხვა უნივერსიტეტებშიც ანალოგიური ხდება, პრობლემები იქაც არისო! არ ხდება, ბატონო! მსგავსი პრობლემები იქ არა აქვთ!"- წერს გიგაშვილი ფეისბუქის გვერდზე.

საკითხის გარკვევას თელავის უნივერსიტეტში შევეცადეთ.

-"სტუდენტებს თანხის გადახდა გაუჭირდათ, აღნიშნულის მიზეზიც ეს არის. მინდა აღვნიშნო, რომ ხელფასის ნახევარი 5-დან 10 აპრილამდე ჩაერიცხებათ."- განუცხადა speqtri.ge-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო კახაშვილმა.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ხელფასი / თესაუ /