განათლება
თელავის ბაღებს საჩუქრები გადასცეს
თელავის მუნიციპალიტეტის 7 საბავშვო ბაგა - ბაღს კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის მენეჯერმა - ნანა ათუაშვილმა სათამაშოები და ინვენტარი, ხოლო ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორმა გიორგი კოჭლოშვილმა სააღმზრდელო ლიტერატურა გადასცეს.

თელავის მუნიციპალიტეტს უკვე ორი წელია გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი World Vision საქართველო კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამასთან, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია ბავშვთა ადრეული განვითარების მიმართულებით თანამშრომლობა.

საჩუქრები კისისხევის, კონდოლის, წინანდლის, ქვემო ხოდაშენის, ბუშეტის, ვანთის და აკურის ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა მიიღეს. საჩუქრების გადაცემის პროცესს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი- ალექსანდრე შათირიშვილი,გამგებლის მოადგილეები და საბავშვო ბაღების გამგეები ესწრებოდნენ.


| Print |
FaceBook Twitter Google