განათლება
საჯარო სკოლები სამი მაისის ჩათვლით დაისვენებენ
საქართველოს საჯარო სკოლები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ექვსი დღის განმავლობაში დაისვენებენ. საჯარო სკოლის მოსწავლეები ხუთშაბათს, 28 აპრილს სკოლაში უკვე აღარ გამოცხადდებიან.
ისინი 3 მაისის ჩათვლით დაისვენებენ და სკოლებს ოთხშაბათს, 4 მაისს დაუბრუნდებიან.

რაც შეეხება კერძო სკოლებსა და საბავშვო ბაღებს, დასვენების დღეებს ისინი ინდივიდუალურად განსაზღვრავენ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები არდადეგები /