განათლება
პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო
დღეს პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალურ ვებგვერდზე www.registration.emis.ge მიმდინარეობს.
სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლის დასარეგისტრირებელად, აუცილებელია რეგისტრაციის სისტემაში, შესაბამის ველებში მიუთითოთ ბავშვის პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მშობლის მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერის, მობილური ტელეფონის ნომერი, სურვილის შემთხვევაში ელექტრონული ფოსტა), აირჩიოთ სასურველი სკოლა და დააჭიროთ რეგისტრაციის ღილაკს.

რეგისტრაციის უნიკალურ კოდს რეგისტრატორი, როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინების, ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღებს.

I და II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.

რეგისტრაცია 25 მაისს, 20:00 საათზე დასრულდება. რეგისტრირებული მოსწავლეების დოკუმენტების მიღება 30 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
| Print |
FaceBook Twitter Google