განათლება
მე-11 კლასელები საგამოცდო ბარათებს სკოლაში აიღებენ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2015–2016 სასწავლო წლის მე–11 კლასელთა სკოლის გამოსაშვები ბარათების გაცემა სკოლებში განხორციელდება. ბარათებისა და უწყისების ამობეჭდვა სკოლის დირექტორებს დღეიდან შეუძლიათ.

წელს მე–11 კლასის გამოცდებზე 38 800–ზე მეტი მოსწავლე გავა. მოსწავლემ გამოცდაზე პირადობის მოწმობა და საგამოცდო ბარათი უნდა იქონიოს. რაც შეეხება გამოცდის დროის ცვლილებას, როგორც გამოცდების ცენტრში განმარტეს, თუკი მოსწავლეს დასაბუთებული მიზეზი ექნება, მეთვალყურის გადაწყვეტილებით, მისი მოთხოვნა შესაძლოა დაკმაყოფილდეს.

მე-11 კლასის სკოლის გამოსაშვები გამოცდები 12 ივნისს გეოგრაფით იწყება, 13 ივნისს ბიოლოგიით, ხოლო 14 ივნისს ფიზიკით გრძელდება და 15 ივნისს ქიმიის გამოცდით სრულდება.


წყარო:edu.aris.ge
| Print |
FaceBook Twitter Google