განათლება
იმიტირებული სასამართლო გურჯაანში
გურჯაანის მუნიციპალიტეტში 10 ივნისს, 16 საათზე პროფორიენტაციის ფარგლებში ტარდება იმიტირებული სასამართლო, რომელშიც სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ.
„იმიტირებული სასამართლოს მიზანია, მოსწავლეებში პროფესიული ორიენტაციის მიმართულებით ცოდნის ამაღლება, რაც ხელს შეუწყობს კარიერის სწორად დაგეგმვაში.“ - აცხადებს მაია ქიტიაშვილი.

იმიტირებული სასამართლოს ორგანიზატორები არიან გურჯაანის რაიონული სასამართლოს მენეჯერი ეკატერინე მელიქიშვილი, პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმის გურჯაანის სპეციალისტი მაია ქიტიაშვილი.
აღნიშნული პროცესი იმართება გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, სადაც დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.


| Print |
FaceBook Twitter Google