განათლება
გურჯაანში 34 წარმატებულ მოსწავლეს დააჯილდოებენ
24 ივნისს გურჯაანში წარმატებული სკოლადამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. ღონისძიება ერთ საათს გასტანს, შემდეგ კი ნინი ბადურაშვილის სოლო კონცერტი დაიწყება.
- "ეს არის ტრადიციადქცეული ღონისძიება და უკვე ხუთი წელია იმართება. ადრე რეგიონალური იყო, წელს გადაწყდა, რომ რაიონებში გამართულიყო. ღონისძიებას გურჯაანიდან ვიწყებთ და შემდეგ სხვა მუნიციპალიტეტებში გაგრძელდება.  დაჯილოდების ცერემონიის შემდეგ გალა-კონცერტი გაიმართება, ნინი ბადურაშვილი 15 სიმღერას უმღერებს გურჯაანელ მსმენელს. დაჯილდოების ცერემონიას ნანა ცინცაძე და თამუნა გომართელი გაუძღვებიან. ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესო საღამო იქნება."- აღნიშნა პროექტის ავტორმა და პროდიუსერმა ბექა ხალათაშვილმა.

ღონისძიება კურორტ "ახტალის" ტერიტორიაზე 19:00 საათზე დაიწყება.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სულ 34 წარმატებული სკოლადამთავრებულია. მათ დიპლომები, ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცემათ.


| Print |
FaceBook Twitter Google