განათლება
გურჯაანში 39 მედალოსანი დააჯილდოეს
24 ივნისს გურჯაანის მუნიციპალიტეტის 39 წარჩინებულ მოსწავლეს გამგებელმა გია გერგიძემ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დალი მინდიაშვილმა სიგელები გადასცეს.
მათგან 24 ოქროს მედალოსანია, ხოლო 15 - ვერცხლის.
ყველაზე მეტი ოქროს 4 მედალოსანი კაჭრეთის საჯარო სკოლას ჰყავს.

დაჯილდოების ცერემონია, რომელიც კურორტ ახტალის ტერიტორიაზე გაიმართა,  ქართველი მომღერლის, ნინი ბადურაშვილის სოლო კონცერტით დასრულდა.
| Print |
FaceBook Twitter Google