განათლება
გურჯაანის ბაღებში საზაფხულო ჯგუფები იმუშავებს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში საზაფხულო არდადეგები 1 ივლისიდან დაიწყება და 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.

როგორც სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელმა ლელა თევდორაშვილმა განაცხადა, ამ პერიოდში ზაფხულის ჯგუფები იმუშავებს.
„პირველი ივლისიდან პირველ აგვისტომდე ქალაქ გურჯაანის მეორე საბავშვო ბაღში ე.წ „ზაფხულის ჯგუფები“ იმ აღსაზრდელთათვის გაიხსნება, ვისი მშობლებიც მუშაობენ. სავარაუდოდ, ოთხი ჯგუფი იქნება. ამჯერად, გურჯაანის პირველ და მეოთხე ბაღს რეაბილიტაცია უტარდება. როგორც ვიცი, ივლისის ბოლოს სამუშაოების 90% დამთავრებული იქნება.“
ლელა თევდორაშვილის თქმით, სასწავლო პროცესი მუნიციპალიტეტის ყველა ბაღში სექტემბრიდან განახლდება.
| Print |
FaceBook Twitter Google