განათლება
თელავის უნივერსიტეტში 182 სტუდენტს ფინანსური დავალიანება აქვს
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფინალური გამოცდები უკვე დასრულდა. speqtri.ge დაინტერესდა, რამდენ სტუდენტს აქვს შეჩერებული სტატუსი და რამდენს გააჩნია ფინანსური დავალიანება.
-"ფინანსური დავალიანება აქვს 182 სტუდენტს, ხოლო სტატუსშეჩერებული 129 სტუდენტია. ზოგს ნახევარი სემესტრის თანხა აქვს დასაფარი, ზოგს ერთი თვის და ა.შ. ვისაც ფინანსური დავალიანება აქვს, ისინი ცხადია, ფინალურ გამოცდებზე ვერ გავიდნენ. თუკი, თანხას დაფარავენ,  მომავალ წელს ისინი მიზნობრივ ჯგუფებში აღნიშნულ საგნებს უფასოდ გაივლიან, ასე, რომ კურსი არ დაეკარგებათ."- აღნიშნა speqtri.ge-სთან საუბარში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მზია ღაღოლიშვილმა.

მისივე თქმით, სტატუსშეჩერებული და ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტების რიცხვი გასულ წლებთან შედარებით ნაკლებია.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სტუდენტი / თესაუ /