განათლება
ინგლისური ენისა და ფიზიკის მასწავლებლებისთვის ტრენინგზე რეგისტრაცია დაიწყო
იმ პედაგოგებისათვის, რომელთაც სურვილი აქვთ ტრენინგები გაიარონ ინგლისურ ენასა და ფიზიკაში, რეგისტრაცია უკვე დაიწყო. პროექტი მოიცავს პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდასა და დახვეწას. მოხდება სწავლების ინოვაციური მეთოდების შესწავლა და მათი დანერგვა საგაკვეთილო პროცეში.

ბრიტანეთის საბჭოს პროექტის ფარგლებში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ინგლისური ენის პედაგოგებს სთავაზობს 1-კრედიტიან (16 საკონტაქტო და 9 არასაკონტაქტო საათი) ტრენინგს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში.
ტრენინგის მონაწილეები იმუშავებენ საოფისე აპლიკაციებისა და ვიდეოს გამოყენებაზე ენის გაკვეთილების დაგეგმვისა და ჩატარების პროცესში; გაეცნობიან სტრატეგიებს, თუ როგორ განუვითარონ მოსწავლეებს კითხვის უნარ-ჩვევები ციფრული ინსტრუმენტების საშუალებით, რა გზებით არის შესაძლებელი ლექსიკის ონლაინ სწავლება, როგორ მოახერხონ მოსმენისა და ზეპირმეტყველების უნარ-ჩვევის განვითარება ონლაინ აუდიო-რესურსების დახმარებით. ასევე, რა კონკრეტული ონლაინ-რესურსი შეუძლიათ მათ შეარჩიონ ბრიტანეთის საბჭოს მიერ შემოთავაზებული რესურსებიდან, ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული შედეგების მისაღწევად.

ტრენინგის გავლის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მიმდინარე წლის 10 სექტემბრამდე.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი კი, საჯარო სკოლის, ფიზიკის მასწავლებლებს სთავაზობს ტრენინგს- „სასკოლო ექსპერიმენტები ფიზიკაში ლაბორატორია "PHYWE" -ს დახმარებით“.

1-კრედიტიანი ტრენინგ-მოდული, რომელიც შედგება 24 საკონტაქტო და 6 არასაკონტაქტო საათისგან, გათვლილია მსმენელების საგნობრივი ცოდნის გაღრმავებაზე და სწავლების პროცესში ლაბორატორიული ექსპერიმენტების გამოყენებაზე.

ტრენინგები ჩატარდება ილიას უნივერსიტეტში განთავსებულ ფიზიკის ლაბორატორიაში. ტრენინგის გავლის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე.

სატრენინგო აქტივობები და დავალებები შესაბამისობაშია სწავლების თანამედროვე მეთოდიკასთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. ტრენინგი რეკომენდებულია საჯარო და კერძო სკოლის ყველა მოქმედი მასწავლებლისთვის.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის პოზიციებზე, საქართველოს
მასშტაბით, ვაკანსია გამოცხადდა. როგორც გურჯაანის
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი
speqtri.ge-სთან ამბობს, მათ გასული წლის დეკემბერში უკვე იცოდნენ,
რომ აღნიშნულ პოზიციებზე ღია კონკურსი გამოცხადდებოდა.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის პოზიციებზე, საქართველოს მასშტაბით, ვაკანსია გამოცხადდა. როგორც გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი speqtri.ge-სთან ამბობს, მათ გასული წლის დეკემბერში უკვე იცოდნენ, რომ აღნიშნულ პოზიციებზე ღია კონკურსი გამოცხადდებოდა.
15:22 / 05.04.2024
მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით,
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული
სტუდენტებისთვის ალექსანდრე ცხვედელაძის სახელობის სტიპენდია დაწესდა.
მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული სტუდენტებისთვის ალექსანდრე ცხვედელაძის სახელობის სტიპენდია დაწესდა.
16:39 / 27.02.2024
საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსი იწყება.
კანდიდატების რეგისტრაცია 2024 წლის 19 თებერვალს დაიწყება და 29
თებერვალს დასრულდება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის
უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეობის მქონე დირექტორობის კანდიდატს,
რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 3 წლის
გამოცდილება, მათ შორის განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ
ერთწლიანი გამოცდილება.
საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსი იწყება. კანდიდატების რეგისტრაცია 2024 წლის 19 თებერვალს დაიწყება და 29 თებერვალს დასრულდება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეობის მქონე დირექტორობის კანდიდატს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, მათ შორის განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.
10:28 / 16.02.2024
გურჯაანში 2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების
დაჯილდოება გაიმართა.
გურჯაანში 2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.
16:24 / 27.12.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 16 / 25 °C
img
საგარეჯო 16 / 25 °C
img
დ.წყარო 13 / 24 °C
img
სიღნაღი 15 / 26 °C
img
ლაგოდეხი 14 / 23 °C
img
ყვარელი 16 / 25 °C
img
თელავი 16 / 23 °C
img
ახმეტა 15 / 26 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.