განათლება
27 782 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა
წელს უმაღლეს სასწავლებლებში 27 782 აბიტურიენტი ჩაირიცხა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განცხადებით, ჩარიცხულია გამოცდებზე გამოცხადებული აბიტურიენტების 74%-ზე მეტი.
მისივე თქმით, სახელმწიფო გრანტი მიიღო 6 500-მა აბიტურიენტმა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 4 000-მდე აბიტურიენტი იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა, სადაც სწავლას სახელმწიფო სრულად აფინანსებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს, 12:00 საათზე გამოქვეყნდა.

| Print |
FaceBook Twitter Google