განათლება
ზემო კაჭრეთში სწავლა 28 სექტემბრამდე გადაიდო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 25 საჯარო სკოლიდან დღეს სწავლა 24 საგანმანათლებლო დაწესებულებაში დიწყო. ზემო კაჭრეთში სასწავლო პროცესი 28 სექტემბრამდე გადაიდო.

-"აუქციონზე გამარჯვებულის გამოვლენა გაჭიანურდა. მას უნდა აეღო პასუხისმგებლობა სკოლის დემონტაჟზე. ამის შემდეგ, ახალი საგანმანათლებლო დაწესებულება აშენდება. დემონტაჟი 13 სექტემბერს დაიწყო. ალტერნატიული ფართი შერჩეული გვქონდა, მაგრამ ბავშვებმა და პედაგოგებმა იქ რომ იარონ, ტრანსპორტირებაა საჭირო. ამისთვის განსაზღვრულია ვადებიც. დირექტორს უფლება აქვს, მინისტრთან შეთანხმებით შეცვალოს სწავლის დაწყების თარიღი. ბავშვები სწავლას 28 სექტემბერს კაჭრეთის საჯარო სკოლაში დაიწყებენ."- აღნიშნა speqtri.ge-სთან გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დალი მინდიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ზემო კაჭრეთში 99 მოსწავლეა.
| Print |
FaceBook Twitter Google