განათლება
ილიაობაზე წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოეს
დღეს, ყვარელში ქართველი მწერლის და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის დაბადების 179-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.


ამ დღესასწაულზე განათლების სამინისტრომ 2015-2016 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვა.
„ძალიან გახარებული ვარ და მადლობა მინდა გადავუხადო განათლების სამინისტროს, რადგან მეათე კლასში ვარ და პირველად ვიგრძენი, რომ საკუთარი შრომით მოპოვებული რაღაც გამაჩნია. მნიშვნელობა არ აქვს, ეს ლეპტოპი იქნებოდა, სერტიფიკატი, თუ ნებისმიერი სხვა ნივთი. ასეთი საჩუქარი მოტივაციაა ნებისმიერი ბავშვისთვის და უფრო მეტად მიჩნდება სურვილი, საკუთარი შრომით და სწავლით მეტს მივაღწიო. კიდევ იმით ვარ ბედნიერი, რომ ჩემი წარმატებით, ჩემი ოჯახიც ბედნიერია. ჩვენი სკოლიდან სულ ოთხი მოსწავლე დაგვაჯილდოეს,“ - აღნიშნა გურამ ჭილაშვილის სახელობის მეოთხე საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ნანუკა კვაჭაძემ.

როგორც გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დალი მინდიაშვილმა აღნიშნა, გურჯაანიდან სულ 53 მოსწავლე იყო წარდგენილი.
„ჩვენი მუნიციპალიტეტის 15 სკოლიდან მე-7, მე-8 და მე-9 კლასში წარჩინებული სწავლისათვის 53 მოსწავლეს, „პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში განათლების სამინისტრომ ნეთბუქები გადასცა. ამ ბავშვების ქულები დამრგვალების გარეშე იყო ათი. წლევანდელი შედეგი გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესებულია.“-აღნიშნა მან.
ლეპტოპებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსწავლეების გარდა ყვარლის, ლაგოდეხის და დედოფლისწყაროს საჯარო სკოლის ბავშვებიც დააჯილდოვეს.



| Print |
FaceBook Twitter Google