განათლება
2017 წლის სასკოლო არდადეგების განრიგი განისაზღვრა
2017 წლისთვის საჯარო სკოლებში გაზაფხულის,ზაფხულისა და ზამთრის არდადეგების, ასევე სასწავლო წლის დაწყების თარიღები უკვე განისაზღვრა.


განათლების მინისტრის ბრძანებულებით საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღი 15 სექტემბერი განისაზღვრა, ხოლო დასრულების – 15 ივნისი. იმ შემთხვევაში, თუ 15 სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი დაიწყება 15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს, ხოლო თუ 15 ივნისი ემთხვევა დასვენების დღეს, სასწავლო წლის დასრულების თარიღად განისაზღვრა 15 ივნისის წინა პარასკევი.
პირველი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი 27 მაისს დასრულდებ, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისს. ამ შემთხვევაშიც განსაზღვრულია, რომ თუ აღნიშნული თარიღები ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი პირველი კლასის მოსწავლეებისათვის დასრულდება 27 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს.
უწყების ინფორმაციით ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერიდან 15 იანვრამდე, საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან 15 მარტამდე, ხოლო ზაფხულის არდადეგები 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდე იქნება.
| Print |
FaceBook Twitter Google