განათლება
სოფელ წინუბანში საბავშვო ბაღი გაიხსნა
პანკისის ხეობის სოფელ წინუბანში 40 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი გაიხსნა. წლების განმავლობაში ის კერძო სახლში იყო განთავსებული.



შენობა აღჭურვილია ახალი ტექნიკით, სველი წერტილებით, ავეჯითა და სათამაშოებით. ეზო კეთილმოწყობილია, დამონტაჟდა სადრენაჟო სისტემა. ბაღის მშენებელობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რისთვისაც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 174 ათასი ლარი დაიხარჯა.


| Print |
FaceBook Twitter Google