განათლება
რას გეგმავს განათლების სამინისტრო სპორტული ცხოვრების გააქტიურებისთვის
განათლების სამინისტრო სკოლებში სპორტული ცხოვრების გააქტიურების მიზნით ღონისძიებების გატარებას გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განათლების მინისტრმა განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარე სასწავლო წელს ეტაპობრივად დაიწყება საჯარო სკოლებში დასაქმებული სპორტის პედაგოგების გადამზადებაც. ამ პროცესში განათლების სამინისტროსთან ერთად სპორტული ფედერაციები ჩაერთვებიან. სკოლები თავად გადაწყვეტენ, რომელ ფედერაციასთან ითანამშრომლონ.

ალექსანდრე ჯეჯელავას განმარტებით, სკოლებში სპორტული აქტივობების კოორდინატორი მანდატურის სამსახური იქნება.
„ძირითადი მიზეზი, რის გამოც სკოლებში არ ხდება ფიზიკური აქტივობის წახალისება, არის არასათანადო ინფრასტრუქტურა. ჩვენ დავითვალეთ და გვჭირდება 830 მილიონი ლარი, იმისათვის, რომ ვისაც აქვს დარბაზი და გასარემონტებელია, გავურემონტოთ და ვისაც არა აქვს დარბაზი, ავუშენოთ. ინფრასტრუქტურის გარდა, ჩვენ რეალურად გვაქვს სპორტის პედაგოგების პრობლემაც. ეს ადამიანები პრაქტიკულად დარჩენილები არიან სქემის გარეთ. მიმდინარეობს მუშაობა ამ სქემაზე და მათთვის მისანიჭებელი კრედიტების სისტემაზეც. ამ ეტაპზე გვყავს პარტნიორი სპორტული ფედერაციები, რომლებიც უკვე მარტიდან ეტაპობრივად განახორციელებენ პედაგოგების გადამზადებას. ფეხბურთის, ფრენბურთის და რაგბის ფედერაციები თანახმანი არიან პროცესში ჩაერთონ. გადამზადდება ყველა ფიზკულტურის მასწავლებელი, წელს ისინი ვერ მიიღებენ კრედიტ ქულებს, თუმცა მომდევნო წლებში ეს საკითხი მოგვარდება.
სიახლეა, რომ ეს პროცესი მთლიანად დაექვემდებარება მანდატურის დეპარტამენტს და სურვილის შემთხვევაში თავად მანდატურებსაც ექნებათ საშუალება სპორტული გადამზადება გაიარონ“,

მისივე თქმით, სპორტული ფედერაციის მიერ გადამზადებული მანდატური სპორტის პედაგოგის კონკურენტი არ გახდება. მანდატურის ფუნქციებში უფრო ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა იქნება.







| Print |
FaceBook Twitter Google