განათლება
„თავისუფალი გაკვეთილები“ - ახალი საგრანტო კონკურსი საჯარო სკოლებისთვის
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლების VII-VIII კლასის მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს იწყებს.

გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის დალი მინდიაშვილის განმარტებით, პროექტის ფარგლებში თავისუფალი გაკვეთილები 4 მიმართულებით ჩატარდება: სპორტი, წიგნიერება, კულტურა-ხელოვნება და ინტელექტუალურ-შემეცნებითი აქტივობები.
„პროექტი აუცილებლად გათვლილია მოქმედ პედაგოგზე და ახალი კადრის შემოყვანა არ მოხდება. 40 საათი დაეთმობა სპორტულ აქტივობებს, ხოლო 20-20 საათი დანარჩენ საგნებზე გადანაწილდება. მომავალი წლიდან სამინისტრო ფიქრობს, რომ კლასების რიცხოვნობა გაიზრდება. საგრანტო კონკურსი უკვე გამოცხადდა. თანხა მასწავლებლის, დირექცია-ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურებასა და პროექტების განსახორციელებლად საჭირო რესურსებზე გადანაწილდება. შესაბამისი დოკუმენტაცია გადაგზავნილია სკოლებში. განაცხადის მიღების ბოლო ვადა 15 მარტია“.

თავისუფალი გაკვეთილები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფინანსდება. სკოლაზე გაცემული თანხის მაქსიმალური რაოდენობა 3000 ლარია. პროექტის მიზანია განათლების ხარისხის ამაღლება, მოსწავლეთა სწავლისადმი მოტივაციის გაზრდა და არაფორმალური შესაძლებლობების გაფართოება.



| Print |
FaceBook Twitter Google