განათლება
მასწავლებლობის მსურველთა და მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყო
20 მარტს პრაქტიკოს მასწავლებელთა, მასწავლებლობის მსურველთა და მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყო.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2017 წლიდან პრაქტიკოს მასწავლებლებს საშუალება აქვთ საგნის კომპეტენციის გარდა, პროფესიული კომპეტენციაც დაადასტურონ. პედაგოგობის მსურველ აპლიკანტებს კი მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეეძლებათ. მასწავლებლობის მსურველი აპლიკანტებისა და მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის რეგისტრაციის საფასური 50 ლარია, ხოლო ყველა პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის უფასო.

მონაწილეები საგამოცდო ბარათების ელექტრონულ ვერსიებს პირადი გვერდიდან (გვერდი, სადაც რეგისტრირდებიან აპლიკანტები) ამობეჭდავენ. მსურველები ცენტრის ვებგვერდზე www.naec.gov.ge და online.naec.ge 5 აპრილის 18:00 საათამდე უნდა დარეგისტრირდნენ


| Print |
FaceBook Twitter Google