განათლება
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ამ დროისთვის 19 000 აბიტურიენტია დარეგისტრირებული
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია ამ ეტაპზე 19000-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„შეგახსენებთ, რომ 31 მარტის 18:00 საათის შემდეგ აბიტურიენტები ვეღარ დარეგისტრირდებიან. პარალელურად მიმდინარეობს პრაქტიკოს მასწავლებელთა, მასწავლებლობის მსურველთა და მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია. ეს პროცესი 5 აპრილის 18:00 საათზე სრულდება”,– ნათქვამია განცხადებაში.

წყარო:Aris.ge

| Print |
FaceBook Twitter Google