განათლება
სკოლებში გაკვეთილების რაოდენობა შემცირდება
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსადრე ჯეჯელავას განცხადებით, საჯარო სკოლებში გაკვეთილების რაოდენობის შემცირება იგეგმება.

„ ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი გაკვეთილია განსაკუთრებით შუა კლასებში და ვმუშაობთ, რომ შედარებით განვტვირთოთ ცხრილი. სავალდებულო გაკვეთილების რაოდენობა აუცილებლად უნდა შემცირდეს, სახალისო და არჩევითი გაკვეთილების რაოდენობა კი გაიზარდოს.“-განაცხადა მან.
რამდენი გაკვეთილი დარჩება ცხრილის განტვირთვის შემდეგ, მინისტრმა ვერ დააკონკრეტა და აღნიშნა, რომ ამაზე სპეციალისტები მუშაობენ. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, აღნიშნული ცვლილება მომდევნო სასწავლო წლიდან ამოქმედდება.

წყარო: edu.aris.ge
| Print |
FaceBook Twitter Google