განათლება
ეროვნული გამოცდების საგნების მაქსიმალური და მინიმალური გამსვლელი ქულები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საგნების მაქსიმალური/მინიმალური გამსვლელი ქულებისა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

1. ქართული ენა და ლიტერატურა 80 საკითხისგან შედგება და მინიმალური გამსვლელი ქულა 21, წერის ხანგრძლივობა - 4 საათი და 15 წუთია.
2. ზოგადი უნარები 80 საკითხი, გამსვლელი ქულა - 24; ვერბალური ნაწილის წერის ხანგრძლივობა - 1 საათი და 35 წუთი, მათემატიკური ნაწილი 1 საათი და 35 წუთი;
3. უცხოური ენები 90 საკითხი, გამსვლელი ქულა - 19. წერის ხანგრძლივობა -2 საათი და 40 წუთი.
4. ლიტერატურა 80 საკითხი - გამსვლელი ქულა - 21; წერის ხანგრძლივობა - 4 საათი და 15 წუთი;
5. მათემატიკა 59 საკითხი - გამსვლელი ქულა- 15. გამოცდის ხანგრძლივობა - 3 საათი და 40 წუთი;
6. ისტორია 70 საკითხი; გამსვლელი ქულა - 18; ხანგრძლივობა - 2 საათი და 40 წუთი;
7. გეოგრაფია 59 საკითხი, გამსვლელი ქულა -15; 2 საათი და 40 წუთი;
8. ბიოლოგია 70 საკითხი; გამსვლელი ქულა -18; გამოცდის ხანგრძლივობა - 2 საათი და 30 წუთი;
9. ქიმია 75 საკითხი; გამსვლელი ქულა- 19; გამოცდის ხანგრძლივობა - 3 საათი და 40 წუთი; ამდენივეა ფიზიკის გამოცდის შემთხვევაშიც როგორც საკითხების რაოდენობა, ასევე გამსვლელი ქულა და გამოცდის ხანგრძლივობაც.


რაც შეეხება სტუდენტთა საგრანტო კონკურსს, უწყების ინფორმაციით, ის 42 საკითხისგან შედგება და წერის ხანგრძლივობა 2 საათი და 35 წუთია;
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება 70 საკითხია, გამსვლელი ქულა -18. ხოლო წერის ხანგრძლივობა - 3 საათი;
სამოქალაქო განათლება 60 საკითხი, გამსვლელი ქულა - 16; წერის ხანგრძლივობა - 3 საათი და 10 წუთი;
აფხაზური ენა 80 საკითხი; გამსვლელი ქულა - 21; წერის ხანგრძლივობა - 4 საათი და 15 წუთი.


| Print |
FaceBook Twitter Google