განათლება
რა უნდა გაიყიდოს სკოლის ბუფეტში - განათლების მინისტრი რეკომენდაციას აქვეყნებს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სასკოლო კვების ორგანიზების შესახებ რეკომენდაციებს აქვეყნებს.

ალექსანდრე ჯეჯელავას ბრძანების თანახმად, მოსწავლეების ჯანსაღი კვებითი უნარ-ჩვევების განვითარებისა და მათი საჭირო ენერგიის მარაგით უზრუნველყოფის მიზნით, მიზანშეწონილია სასკოლო კვებაში აიკრძალოს შემდეგი პროდუქტები:
საღეჭი რეზინი, კანფეტები, შოკოლადი, არომატიზებული წასახემსებლები (ჩიფსები, ჟელიბონი და ა.შ.), გარდა თხილეულის, ხილისა და ბოსტნეულისა, რომელთაც აქვთ დამატებული მარილი, შაქარი ან ცხიმი; ასევე მიზანშეწონილია სკოლის ბუფეტებში არ გაიყიდოს მაიონეზით შეზავებული პროდუქცია; სოკო ნებისმიერი ფორმით; დაკონსერვებული პროდუქტები; კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი; გაზიანი სასმელები, გარდა გაზიანი მინერალური წყლისა და თერმულად დაუმუშავაბელი კვერცხი;

ბრძანების მიხედვით, სასურველია სკოლის ბუფეტებში გაიყიდოს ჯანსაღი პროდუქტი ისეთები, როგორებიცაა: წყალი, ხილის წვენი, ხილის კომპოტი, კისელი, ფერმენტირებული რძის სასმელი (იოგურტი), ხილის წვენი ან დაბალცხიმიანი რძით ან იოგურტით დამზადებული სასმელები (სასურველია გამდიდრებული იყოს კალციუმით), ჩაი, კაკაო, ხილი და ბოსტნეული.
მინისტრის ამავე ბრძანებულების თანახმად, ზემოთ მოყვანილი რეკომენდაციების მონიტორინგი სკოლებში დირექციასთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველოს ევალება.

| Print |
FaceBook Twitter Google