განათლება
ერთიანი ეროვნული გამოცდები სამ ივლისს დაიწყება
2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება და 27 ივლისს დასრულდება.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა EDU.ARIS.GE-სთან საუბარში განაცხადა, ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი საგნების მიხედვით უკვე არსებობს, თუმცა გამხელისგან თავი შეიკავა.

„განრიგი არსებობს, მაგრამ ჯერ ეს საბოლოო ვერსია არარის, რადგან გამოსაშვები გამოცდების შედეგებს ველოდებით. მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე 41 500–მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული, მაგრამ ეს რიცხვი შეიცვლება. ამიტომ, შესაძლებელია თარიღებიც შეიცვალოს – დღეები საგნების მიხედვით გადანაწილდეს და ა.შ. ეს თეორიულად შესაძლებელია და არ გვინდა აბიტურიენტები დავაბნიოთ. გამოსაშვები გამოცდების დასრულებამდე ცოტა დრო დარჩა და შემდეგ უკვე განრიგის საბოლოო ვერსიასაც მოვამზადებთ”, – ამბობს მაია მიმინოშვილი.

| Print |
FaceBook Twitter Google