განათლება
საატესტატო გამოცდებზე გურჯაანში 137 მოსწავლე ჩაიჭრა
მიმდინარე წელს, საქართველოს მასშტაბით, საატესტატო გამოცდებზე ზღვარი დაახლოებით 11 000-მა მოსწავლემ ვერ გადალახა. გურჯაანში კი 537 მოსწავლიდან 137 ატესტატის გარეშე დარჩა.
-"ძირითადად, ზღვარი ვერ გადალახეს მათ, ვინც წინა წელს ჩაიჭრნენ, ასევე ვისაც 30%-ზე მეტი გაცდენა ჰქონდა. 81 მოსწავლეზე მეტმა მიიღო 9 ქულაზე მაღალი შეფასება, 27-მა მოსწავლემ კი სრული 10 ქულა გამოიტანა. ყველაზე მეტი ჩაიჭრა უცხო ენასა და მათემატიკაში. მინდა აღვნიშნო, რომ სტატისტიკა არ გაუარესებულა, ცოტა გაუმჯობესებულია. ვინც სკოლაში დადის, ბარიერი იმდენად დაბალია, რომ გადალახვა არ უჭირს."- აღნიშნა გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დალი მინდიაშვილმა.






| Print |
FaceBook Twitter Google