განათლება
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთი ფინალისტი გამოვლინდა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში 114 პედაგოგი იყო ჩართული. ფინალისტები სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია.
ესენი არიან: მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯაროს სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ეკა წულუკიძე ; ქ.თბილისის კერძო სკოლა “ქორალის” ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ნათია ფურცელაძე ; ქ.თბილისის N43 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი - ნინო აბულაძე ; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და ასევე სპეც.მასწავლებელი ვლადიმერ აფხაზავა და ხიდისთავის საჯარო სკოლის ბიოლოგია-ბუნებისმეტყველების მასწავლებელი -თეა ნონიკაშვილი .

ხუთეულიდან მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი,  5 ოქტომბერს გამოვლინდება. გამარჯვებულს ფულადი პრიზის სახით კამპანიის გენერალური სპონსორისგან, ნინა გუდავაძე-პატარკაციშვილისგან 10 000 ლარი გადაეცემა. დანარჩენ ოთხ ფინალისტს 1000-1000 ლარით, “ლიბერთი” ბანკი დააჯილდოებს.

აღნიშნული ინიციატივა საქართველოში პირველად ხორციელდება. ის კოალიციის "განათლება ყველასათვის" და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიაციატივითა და ორგანიზებით ტარდება.


| Print |
FaceBook Twitter Google