განათლება
2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში ცვლილებებია
2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ზოგადი უნარების ტესტი განსხვავებული იქნება. ამის შესახებ განცხადება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა გააკეთა.

როგორც მან განმარტა, ცვლილება ანალოგიების ბლოკს შეეხება. 2018 წლიდან ტესტში ანალოგიები არა დამოუკიდებელი ბლოკის სახით, არამედ წაკითხული ტექსტის გააზრების დავალებების ბლოკთან ერთად იქნება წარმოდგენილი.
„წაკითხულის გააზრების ნაწილს თან დაერთვება 10 დავალება (ნაცვლად 6 დავალებისა). ამ დავალებათა ნაწილი (5-7 დავალება) კვლავ იქნება ტექსტში მოცემული ინფორმაციის გააზრების შესამოწმებლად დასმული შეკითხვები, ხოლო 3-5 დავალება იქნება ანალოგიის ტიპის, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ანალოგიები, ძირითადად, ტექსტში არსებულ სიტყვებზე აიგება, რათა, როგორც აღინიშნა, აბიტურიენტს სიტყვის მნიშვნელობის წვდომა კონტექსტის საფუძველზე გაუადვილდეს. წაკითხული ტექსტის გააზრების დავალებებთან ერთად ანალოგიებზე მუშაობა აბიტურიენტებს მათი უნარების უკეთ გამოვლენის შესაძლებლობას მისცემს – სიტყვის მნიშვნელობის არცოდნის შემთხვევაში, აბიტურიენტს მისი მნიშვნელობის განსასაზღვრად კონტექსტი დაეხმარება.“

მისივე თქმით, ანალოგიების ბლოკის ცვლილება ლოგიკის ბლოკში დავალებათა რაოდენობაზეც აისახება.
„ამ ბლოკში დავალებების რაოდენობა გაიზრდება, თუმცა ლაკონიური და მარტივი დავალებების ხარჯზე. შეგახსენებთ, რომ ზოგადი უნარების ტესტი შედგება ორი – ვერბალური და მათემატიკური ნაწილისაგან. ტესტის თითოეულ ნაწილზე სამუშაოდ აპლიკანს ეძელვა 1 საათი და 35 წუთი. ტესტის მაქსიმალური ქულაა 80”,
მაია მიმინოშვილის განცხადებით, სიახლე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდასაც შეეხება. იგეგმება არგუმენტირებული ესეს შეფასების კრიტერიუმების კორექტირება. ეს ცვლილებები ეფუძნება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების კვლევასა და სპეციალისტების ექსპერტულ ანალიზს. ცვლილებები მიზნად ისახავს შეფასების მექანიზმის სრულყოფას. ახალი კრიტერიუმებით არგუმენტირებული ესეს შეფასების მაქსიმალური ქულა 20 -ის ნაცვლად, 24 იქნება.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მე-12 კლასის ექსტერნატის გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია .
გამოცდები ცენტრალიზებულად (საგანმანათლებლო რესურსცენტრებში),
ელექტრონული ფორმით ჩატარდება.
მე-12 კლასის ექსტერნატის გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია . გამოცდები ცენტრალიზებულად (საგანმანათლებლო რესურსცენტრებში), ელექტრონული ფორმით ჩატარდება.
11:45 / 22.02.2020
პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები უკვე განისაზღვრა. განათლების
სამინისტროს ინფორმაციით პირველ ტაპზე 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით,
რეგისტრაციის გავლა შეეძლება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების
მქონე პირებს.
პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები უკვე განისაზღვრა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით პირველ ტაპზე 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით, რეგისტრაციის გავლა შეეძლება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს.
11:25 / 22.02.2020
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია მარტის პირველ
ნახევარში დაიწყება და რამდენიმე კვირას გასტანს.
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია მარტის პირველ ნახევარში დაიწყება და რამდენიმე კვირას გასტანს.
13:26 / 20.02.2020
განათლების სამინისტრო პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში
რესურსცენტრების როლის გაძლიერებას აპირებს.
განათლების სამინისტრო პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში რესურსცენტრების როლის გაძლიერებას აპირებს.
16:05 / 12.02.2020
გურჯაანის სკოლამდელმა სააღმზრდელო დაწესებულებამ ფეისბუქის ოფიციალურ
გვერდზე ორშაბათიდან ბავშვების კვების მენიუს გამოქვეყნება დაიწყო.
გურჯაანის სკოლამდელმა სააღმზრდელო დაწესებულებამ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ორშაბათიდან ბავშვების კვების მენიუს გამოქვეყნება დაიწყო.
16:45 / 11.02.2020
სხვა ამბები
მე-12 კლასის ექსტერნატის გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია . გამოცდები ცენტრალიზებულად (საგანმანათლებლო რესურსცენტრებში), ელექტრონული ფორმით ჩატარდება.
11:45 / 22-02-2020
პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები უკვე განისაზღვრა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით პირველ ტაპზე 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით, რეგისტრაციის გავლა შეეძლება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს.
11:25 / 22-02-2020
ახაშნის საჯარო სკოლის ვაჟ ხელბურთელთა გუნდი „ჩვენებურები“ კახეთის სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა. მათ ფინალში ლაგოდეხის გუნდი 8:5 დაამარცხეს.
11:57 / 21-02-2020
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია მარტის პირველ ნახევარში დაიწყება და რამდენიმე კვირას გასტანს.
13:26 / 20-02-2020
თბილისში გამართულ კიკბოქსინგის და კრივის რესპუბლიკურ ტურნირზე, სიღნაღელმა სპორტსმენებმა ექვსი პირველი ადგილი აიღეს.
15:12 / 18-02-2020
თბილისში14-16 თებერვალს გამართულ კიკბოქსინგის რესპუბლიკურ ტურნირზე ახმეტელმა სპორტსმენებმა ოთხი პირველი9 და ორი მეორე ადგილი აიღეს.
16:50 / 17-02-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0571
USD
USD
1
2.8299
GBP
GBP
1
3.6537
TRY
TRY
1
0.4633
RUB
RUB
100
4.3980
ამინდი
გურჯაანი 4 / 15 °C
img
საგარეჯო 2 / 12 °C
img
დ.წყარო 3 / 11 °C
img
სიღნაღი 4 / 13 °C
img
ლაგოდეხი 3 / 12 °C
img
ყვარელი 4 / 15 °C
img
თელავი 3 / 13 °C
img
ახმეტა 2 / 13 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.