განათლება
აბიტურიენტები გამოცდაზე საკუთარი კალმით მივლენ
შეფასებიდა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ცვლილებებს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ტექნიკურ ნაწილშიც გეგმავს.

მაია მიმინოშვილის განცხადებით, აბიტურიენტები ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას გამოცდაზე მათთვის გადაცემული სამუშაო კალმების გამო, ამიტომ მათ საკუთარი კალმის შეტანის უფლება ექნებათ.
„არის ხოლმე პრეტენზიები კალმების გამო, ჩვენ ყოველ წელიწადს ვყიდულობთ, მაგრამ წელს ვფიქრობთ, ყველა აბიტურიენტს მივცეთ უფლება, რომ გამოცდაზე საკუთარი კალამი შეიტანოს. თუ არ მოსწონს 90–თეთრიანი ტუშიანი კალამი, შეუძლია 2–ლარიანი იყიდოს, ოღონდ თავად იქნება პასუხისმგებელი მის ვარგისიანობაზე“,

მისივე თქმით, ხშირია პრეტენზიები საგამოცდო ცენტრის კონდინციონერის გამოც.
„მოგეხსენებათ, ცენტრები ძირითადად განთავსებულია საჯარო სკოლებში, ამიტომ გაგრილების სისტემების პრობლემას ჩვენი ძალებით ნამდვილად ვერ გადავჭრით. იყო შემთხვევა, მაგალითად ტექნიკურ უნივერსიტეტში, ერთი იძახდა– კარი დახურეთ ორპირი ქარიაო, მეორე იძახდა გააღეთ დავიხუთეო. ანუ ამ პრობლემის მოგვარება ცოტა რთულია. გეტყვით, რომ მომავალი წლიდან ტექნიკურ უნივერსიტეტში აღარ იქნება საგამოცდო ცენტრი და რომელიმე სკოლაში გადაინაცვლებს.“

| Print |
FaceBook Twitter Google