განათლება
როგორია საატესტატო გამოცდების შედეგები გურჯაანში
მეთორმეტე კლასის გამოცდები დასრულდა. გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, წელს მუნიციპალიტეტში გამოცდებზე 486 მოქმედი მეთორმეტე კლასელი და 150 სკოლიდან გასული ბავშვი იყო დარეგისტრირებული.
რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის თქმით, მეთორმეტეკლასელების 19- მა, ხოლო სკოლიდან გასული ბავშვების 35-მა პროცენტმა ატესტატი ვერ აიღო.
„ეს არის 24 სკოლის პირველადი მონაცემები. სტაბილური შედეგია, რადგან შარშანაც დაახლოებით ასეთი სიტუაცია იყო, არც უარესობაა და არც უკეთესობა. კერძოდ, გურჯაანის მეოთხე და არაშენდის საჯარო სკოლებში არ გვყავს ჩაჭრილი ბავშვები. ვაზისუბანში ერთი და ჯიმითში ორი წარუმატებელი მოსწავლეა, ოღონდ გასული წლის. დანარჩენ სკოლებში მეტნაკლებად მსგავსი სიტუაციაა. საგნების მიხედვით ჩაჭრილი ბავშვების რაოდენობა თანაბრად არის გადანაწილებული.“
დალი მინდიაშვილის თქმით, წარუმატებელი მოსწავლეების რიცხვი საგნების მიხედვით ასეთია: ქართული ენა და ლიტერატურა-6; მათემატიკა- 36; უცხო ენა- 42; ისტორია-25; ფიზიკა - 47. გეოგრაფია- 2 და ბიოლოგია - 9.




| Print |
FaceBook Twitter Google