განათლება
18 და 19 ივნისს მეთორმეტეკლასელებისთვის დამატებითი გამოცდები ჩატარდება
მეთორმეტე კლასელებისთვის, ვინც ობიექტური მიზეზის გამო სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე ვერ გამოცხადდნენ, გამოცდის ჩატარების დამატებითი ვადები განისაზღვრა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით გამოცდები 18 და 19 ივნისს ჩატარდება და მას მოსწავლეების ის კატეგორია დაესწრება: ვინც ოლიმპიადების ფარგლებში არ იმყოფებოდნენ საქართველოში; სსსმ მოსწავლეები; ასევე ის პირები, ვისაც აქვს დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ პირველ შემთხვევაში მათი გამოცდაზე გამოუცხადებლობა ობიექტური მიზეზების გამო მოხდა. აღნიშნულის დადასტურება ხორციელდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე. განცხადებას განიხილავს სპეციალური კომისია, რომელიც წყვეტს დაუშვას თუ არა მოსწავლე გამოცდაზე. გადაწყვეტილების შემდეგ მოსწავლეთა სია გადაეცემა გამოცდების ეროვნულ ცენტრს, რის შემდეგაც ხორციელდება მოსწავლეებთან დაკავშირება.
განმეორებითი საატესტატო გამოცდები ცენტრალიზებულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩატარდება.

| Print |
FaceBook Twitter Google