განათლება
ექსტერნი გამოცდების განრიგი ცნობილია
საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის, გაცდენების ექსტერნი გამოცდების განრიგი განისაზღვრა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საუბარია მე–7, მე–8, მე–9, მე–10, მე–11 კლასის მოსწავლეებზე.
უწყების ცნობითვე, რეგისტრაცია 2018 წლის 15 ივნისიდან 18 ივნისის ჩათვლით იწარმოებს. გამოცდები კი 19 ივნისიდან 23 ივნისის პერიოდში ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ სასწავლო წლის განმავლობაში საბაზო–საშუალო საფეხურის მოსწავლეების მიერ კონკრეტული საგნისთვის დათმობილი საათების 30%-ის და მეტის გაცდენის გამო ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის ვადები და გამოცდების ჩატარების განრიგი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ბრძანებით განისაზღვრა.
რაც შეეხება პროცედურას, გამოცდები ჩატარდება სკოლებში და ის არ იქნება ელექტრონული. ტესტებს სასწავლო პროგრამის თანახმად თავად სკოლა შეადგენს.

| Print |
FaceBook Twitter Google