განათლება
მეთერთმეტე კლასის გამოცდებზე გურჯაანში ყველაზე მეტი მოსწავლე ფიზიკაში ჩაიჭრა
მეთერთმეტე კლასის საატესტატო გამოცდები დასრულდა. წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამოცდას 500 მოსწავლე აბარებდა. როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დალი მინდიაშვილმა აღნიშნა, ყველაზე მეტი მოსწავლე ფიზიკაში ჩაიჭრა.
„ მუნიციპალიტეტის ოცდაოთხი საჯარო სკოლიდან გეოგრაფიაში მხოლოდ ათი მოსწავლე იყო წარუმატებელი. ბიოლოგიაში მათი რიცხვი გაორმაგდა. ცუდი შედეგი გვქონდა ფიზიკაში - 50 მოსწავლე ჩაიჭრა, ქიმიაში 30. მინდა აღვნიშნო, რომ არცერთი წარუმატებელი მოსწავლე არ გვყოლია -ვაზისუბანში, ბაკურციხეში და კაჭრეთში.თითო მოსწავლე ჩაიჭრა- ჯიმითში, არაშენდაში, ვაჩნაძიანსა და ზემო კაჭრეთში.“
| Print |
FaceBook Twitter Google