განათლება
აბიტურიენტების 4%–ზე მეტი გამოცდების პირველ დღეს არ გამოცხადდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის პირველი სესიის გამოცდაზე, აბიტურიენტების 4%–ზე მეტი არ გამოცხადდა. უწყების ინფორმაციით, ასევე გამოცდაზე ოთხმა აპლიკანტმა დააგვიანა და აღარ დაუშვეს.
„ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე უნდა გამოცხადებულიყო 9 035 აბიტურიენტი, სამწუხაროდ, 4–პროცენტზე ცოტა მეტი არ გამოცხადდა გამოცდაზე და ისინი გამოეთიშებიან კონკურსს. ასევე, გვაქვს რამდენიმე დაგვიანების შემთხვევა, 3 თბილისში და ერთი ქუთაისში, ეს აბიტურიენტებიც ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას კონკურსში. დანარჩენ აბიტურიენტებს კი წარმატებას ვუსურვებ“,- განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმოამდგენელმა სოფო დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 38 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. არჩევითი საგნებიდან კი ყველზე მეტი აპლიკანტი გეოგრაფიას, ისტორიას და მათემატიკას აბარებს. ერთიანი ეროვნული გამოცდები თბილისის მასშტაბით 9 საგამოცდო ცენტრში ტარდება. ხოლო ქვეყნის მასშტაბით სულ 22 ცენტრი გაიხსნა.
| Print |
FaceBook Twitter Google