განათლება
2018 წლის ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 13:00 საათზე გახდება ცნობილი
2018 წლის საგამოცდო პროცესი დასრულდა  და უკვე მზად არის საბოლოო შედეგები, რომელიც საიტზე naec.ge დღეს 13.00 საათზე განთავსდება.
გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ყველა სტუდენტს მიულოცა წარმატება.


„სულით და გულით ვულოცავ ყველა წარმატებულ სტუდენტს, რომელმაც მოიპოვა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო წარმატებულები იქნებიან მომავალში და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებელში მოახერხეს ჩარიცხვა.“
მაია მიმინოშვილის თქმით, წელს 27 906 ახალგაზრდა გახდა სტუდენტი, რაც მონაწილე აბიტურიენტების 70 %-ია.

10614-მა მოიპოვა დაფინანსება, აქ იგულისმება სახელმწიფო გრანტი, რომელიც შედეგების მიხედვით მიიღეს სტუიდენტებმა და ასევე ის ფაკულტეტები, სადაც ისინი ჩაირიცხნენ და სახელწიფო აფინანსებს მათ სწავლას.

მაია მიმინოშვილის თქმით, გაიზარდა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ სტუდენტთა რიცხვი, რომლებიც ქართული ენის მოსამზადებლ პროგრამაზე ჩაირიცხნენ. თუ ეს რაოდენობა გასულ წელს 1047  იყო, წელს 1211-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება ვაკანტურ ადგილებს, უმაღლეს სასწავლებლებში 14 969 თავისუფალი ადგილია დარჩენილი.


| Print |
FaceBook Twitter Google