განათლება
გურჯაანის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში 2364 ბავშვია რეგისტრირებული
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია პირველ მაისს დაიწყო და დღემდე გრძელდება.

როგორც ჩვენთან საუბარში სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორმა ლელა თევდორაშვილმა აღნიშნა, დღეის მონაცემებით, 2364 ბავშვია დარეგისტრირებული.
„გურჯაანის მუნიციპალიტეტში სულ 37 საბავშვო ბაღია. 17 სექტემბრიდან ყველგან განახლდა სააღმზრდელო პროცესი. ამ ეტაპისთვის 2364 ბავშვია დარეგისტრირებული, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ პროცესი პირველ ოქოტმბრამდე გრძელდება. ცოტა რთული სიტუაციაა ვეჯინის, შაშიანისა და კიდევ ზოგიერთ საბავშვო ბაღში. კონტინგენტი მაღალია და სჭირდებათ ჯგუფის დამატება. იმის გამო, რომ ოთახები ფიზიკურად არ არსებობს, ჯგუფები საკმაოდ გადატვირთულია. ახალი სტანდარტებიდან გამომდინარე, მოვა პერიოდი, როდესაც მკაცრად გვექნება განსაზღვრული უფროს ჯგუფში მაქსიმუმ - 30, ხოლო ბაგაში 25- ბავშვი. აქედან გამომდინარე უნდა დავდოთ მონაცემები, რათა მუნიციპალიტეტმა და ალბათ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განხილვის შედეგად მიიღონ გადაწყვეტილება, იმ ბაღებში, სადაც საჭიროა ჯგუფების დამატება, მოხდეს ახალი ფართის მიშენება.“

ლელა თევდორაშვილის თქმით, ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება მომზადებული შეხვდა. მოხდა მზარეულებისა და გაზზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება. ჩატარდა გენერალური დასუფთავება. მეთოდური მითითებების მიხედვით, მოიხატა ეზოები და სააღმზრდელო ჯგუფები.


Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს განათლების მინისტრმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკის ელჩმა, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის მიზანი, საქართველოში
ჩინური ენის პოპულარიზაცია და სწავლების ხელშეწყობაა.
საქართველოს განათლების მინისტრმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის მიზანი, საქართველოში ჩინური ენის პოპულარიზაცია და სწავლების ხელშეწყობაა.
15:44 / 16.02.2019
ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნის ფორმით დაძლევის
მსურველთა რეგისტრაცია 18 თებერვალს დაიწყება და 28- თებერვალს
დასრულდება.
ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნის ფორმით დაძლევის მსურველთა რეგისტრაცია 18 თებერვალს დაიწყება და 28- თებერვალს დასრულდება.
14:08 / 16.02.2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის საბავშვო ბაღში სასწავლო
პროცესი სავარაუდოდ მომავალი კვირიდან განახლდება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი სავარაუდოდ მომავალი კვირიდან განახლდება.
16:23 / 15.02.2019
2019 წლის სკოლის ექსტერნატის გამოცდების ჩატარებისა და რეგისტრაციის
ვადები განისაზღვრა.
2019 წლის სკოლის ექსტერნატის გამოცდების ჩატარებისა და რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა.
15:58 / 15.02.2019
განათლების სამინისტრომ საქართველოში სწავლის გაგრძელების
მსურველთათვის ახალი რეგულაცია აამოქმედა.
განათლების სამინისტრომ საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის ახალი რეგულაცია აამოქმედა.
15:55 / 11.02.2019
სხვა ამბები
საქართველოს განათლების მინისტრმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის მიზანი, საქართველოში ჩინური ენის პოპულარიზაცია და სწავლების ხელშეწყობაა.
15:44 / 16-02-2019
ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნის ფორმით დაძლევის მსურველთა რეგისტრაცია 18 თებერვალს დაიწყება და 28- თებერვალს დასრულდება.
14:08 / 16-02-2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი სავარაუდოდ მომავალი კვირიდან განახლდება.
16:23 / 15-02-2019
2019 წლის სკოლის ექსტერნატის გამოცდების ჩატარებისა და რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა.
15:58 / 15-02-2019
პარასკევს 15 თებერვალს კონსულტაციებს ჩაატარებს ქ.თბილისის „ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი“-ს სისხლძარღვთა ქირურგი, ექიმი ანგიოლოგი დავით გეგელაშვილი.
12:49 / 12-02-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« თებერვალი 2019 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 123

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.