განათლება
სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის რესურსცენტრებში საბუთების მიღება დაიწყო
სახელმწიფო სოციალურად დაუცველ სტუდენტებს გასული წლების მსგავსად მიმდინარე წელსაც დააფინანსებს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ მიმართულებით 2 520 000 ლარი გამოყო.

რესურსცენტრის სპეციალისტის თინათინ ქადაგიშვილის ინფორმაციით, პროგრამით ის სტუდენტები ისარგებლებენ, რომლებიც სოციალურად დაუცველები, მარჩენალ-დაკარგულები და მრავალშვილიანი ოჯახებიდან არიან.
„სოციალური პროგრამის ფარგლებში რეგისტრაციის უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველები და აქვთ 70 ათასზე ნაკლები ქულა, მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს, ასევე ობოლ და მაღალმთიანი რეგიონის მცხოვრებლებს.“

მისივე თქმით, განაცხადების მიღება გურჯაანის რესურსცენტრში უკვე დაიწყო და 5 ოქტომბერს დასრულდება.


| Print |
FaceBook Twitter Google