განათლება
ვის შეეხება ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარების ახალი წესი
განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, უცხოეთიდან ქართულ სასწავლებლებში გადმოსულ სტუდენტებს, ზოგადი უნარების ჩაბარება მოუწევთ.

უწყების ინფორმაციით, ცვლილება საქართველოს იმ მოქალაქეებს ეხებათ, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ და საქართველოს სასწავლებლებში მობილობით სურთ გადმოსვლა.

სტუდენტებისთვის მობილობა წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და ზაფხულზე გამოცხადდება. ისინიზოგად უნარებს სასურველ ენაზე ჩააბარებენ, რომელსაც გამოცდების ეროვნული ცენტრი შესთავაზებს. გამოცდა წელიწადში ორჯერ ელექტრონული ფორმით, სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით ჩატარდება.

გამოცდაში მონაწილეობის მიღების საფასური 100 ლარი იქნება. საფასურის გადახდის, აგრეთვე საფასურის დაბრუნების პირობები გამოცდების ცენტრის მიერ დგინდება.


| Print |
FaceBook Twitter Google