განათლება
გურჯაანში დებატკლუბებისთვის 24 პედაგოგი შეირჩა
საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტმა გურჯაანში ის პედაგოგები შეარჩია, რომლებიც საჯარო სკოლებში დებატკლუბებს უხელმძღვანელებენ.

მონაწილეობის სურვილი 45 -მა მასწავლებელმა გამოთქვა. გასაუბრებაზე, რომელიც გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ჩატარდა 24 მათგანი შეირჩა. ამ დროისთვის მიმდინარეობს მათი გადამზადება, რომლის დასრულების შემდეგაც სერთიფიკატები გადაეცემათ. სკოლებში დებატკლუბების შექმნა კი ნოემბრიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის საჯარო სკოლებში დებატკლუბების შექმნის იდეა გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს დავით სონღულაშვილს ეკუთვნის და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის მიზანას კი მომავალი თაობის არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, ორატორული უნარების განვითარება, მუნიციპალიტეტის განვითარებაში მათი აქტიური ჩართულობა და ადვოკატირების სწავლება წარმოადგენს, რომელსაც საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი განახორციელებს.


| Print |
FaceBook Twitter Google