განათლება
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებში ცვლილებებია
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ძალაში შევიდა საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ, რომელიც სამის ნაცვლად ავტორიზაციის ხუთ სტანდარტს ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, კანონმდებლობის შესაბამისად, ავტორიზაციის ახალი სტანდარტები საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების შემდეგ ამოქმედდება.ცვლილებების განხორციელებამდე, ცენტრი ადმინისტრაციულ წარმოებებს, რომელიც დაწესებულებების ან/და მათი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობას შეფასებას უკავშირდება, ავტორიზაციის მოქმედი დებულების შესაბამისად, სამი სტანდარტის საფუძველზე განახორციელებს.

კანონში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციასთან დაკავშირებული დამატებით ორი სტანდარტის ამოქმედება ჯერ ძალაში არ არის შესული. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე დამატებითი სტანდარტები შემდეგი კვირისთვის გამოქვეყნდება.




| Print |
FaceBook Twitter Google