განათლება
სკოლაში მანდატურის ფუნქციები იზრდება
სკოლის მანდატურების როლი და ფუნქციები იზრდება. ახალი რეგულაციების ფარგლებში, მანდატურის სამსახურის ფუნქცია, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან ერთად, სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ჯანსაღი გარემოს შექმნა იქნება.


შესაბამისი კომპლექსური სამოქმედო გეგმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შინაგან საქმეთა სამინისტროთან ერთად შეიმუშავა. სამინისტროს ინფორმაციით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწსესებულებები ვიდეოკამერებით აღიჭურვება, მანდატურის სამსახური გააძლიერებს ფსიქოლოგიური დახმარების კომპონენტს, სრულიად ახალი მიდგომებით მიმდინარეობს მანდატურების გადამზადება. აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო კამპანიებისა და სხვა პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში უშუალოდ იქნებიან ჩართულნი თავად მანდატურები.



| Print |
FaceBook Twitter Google